13 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1373

ხუთშაბათს, 14 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული მცირედიდ შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასმა 3.921 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასის ყველაზე დაბალი და მაღალი ნიშნილები. 14 მარტს ბიტკოინის კურსმა ყველაზე დაბალი პოზიცია 3.901 დოლარზე აჩვენა, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი კი 3.946 დოლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კაპიტალიზაციის სიდიდის მაჩვენებლით რიგით მეორე კრიპტოვალუტა, ეთერიუმი დღის განმავლობაში 0.30%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტის ფასი ძირითადად 133 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსმა ყველაზე მაღალ ფასს 8 მარტს მიაღწია, როდესაც კრიპტოვალუტის ღირებულება 139 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 135 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი