სამშაბათს, 12 მარტს კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 133-სა და 134 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ფასების განსაკუთრებული ზრდა ან კლება არ დაფიქსირებულა.
გუშინ ბიტკოინის ფასის ნიშნული 0.3%-ით მოიმატა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის კურსი 3.900 დოლარის მაჩვენებელს ასცდენილიყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.912 დოლარზე დაფიქსირდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 3.925 დოლარზე მიაღწია, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი კი 2.863 დოლარზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება კაპიტალიზაციით რიგით მეორე კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი სულ რაღაც 0.4%-ით გაიზარდა. ეთერიუმის ღირებულება კი 134 დოლარზე გამყარდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.