13 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1838

ოთხშაბათს, 13 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი კვლავ სტაბილურად გამოიყურებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასების განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინის ფასი ისევ 3.900 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 6 მარტის შემდეგ განსაკუთრებულად არ შეცვლილა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 0.01%-ით შემცირდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე ფასად კვლავ 4.000 დოლარი რჩება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლბაში სულ რაღაც 0.44%-ით შემცირდა. 13 მარტს ალტკოინის ფასი 133 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია კვლავ 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი