სინგაპურის მთავრობა საზღვაო სავაჭრო საქმიანობაში Blockchain-ს გამოიყენებს

0
1500

სინგაპურის მთავრობამ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საზღვაო სავაჭრო პლატფორმის პილოტი შექმნა.

TradeTrust არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპლექსური პროცესების გააქტიურებას. პლატფორმა პირველ რიგში ფოკუსირებულია ელექტრონული გადახდის სისტემაზე.

მნიშვნელოვანი სავაჭრო დოკუმენტის დამუშავება ხშირ შემთხვევაში დროში ძალიან იწელება. ამასთანავე, ასეთ დროს გასათვალისწინებელია ხოლმე დამატებითი ხარჯებიც.

მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Blockchain-ის პოპულარიზაციას ცდილობს. ამის მაგალითია სინგაპურის აეროპორტის მიერ Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციის შექმნა.

რამდენიმე ხნის წინ კი სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ჩინურ კომპანიასთან ერთად მუშაობა გადაწყვიტა, რათა Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კვლევები ეწარმოებინა.

სიჩუანის პროვინციაში გამართულ Blockchain სემინარების ფარგლებში სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ადგილობრივ კომპანიასთან Chongqing Jinwowo Technologies-სთან ხელშეკრულება გააფორმა.

“ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ”,- განაცხადა პენგ იანმა, რომელიც არის ბიზნესისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი