ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა ახალი მარეგულირებელი წესები შეიმუშავა

0
1512

ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი მარეგულირებელი წესები გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ შემოთავაზებული წინა პროექტი უფრო მეტად იყო კრიპტოვალუტის ბირჟების ლიცენზირების საკითხისკენ მიმართული.

ახალი რეგულაციის სისტემა კი გარდა ლიცენზიისა, რისკების მართვას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებს.

ეს კი ნიშნავს, რომ მარეგულირებელი ახალი ზედამხედველობის სტანდარტებს ამტკიცებს.

დღეიდან ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის მიერ ლიცენზირებული ბირჟები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ახალ წესებს. რეგულაცია, რა თქმა უნდა, ციფრული ვალუტების ბირჟების გამჭვირვალობასაც მოიაზრებს.

გარდა ამ ყველაფრისა, მარეგულირებელი წესები ინვესტორთა ინტერესებსაც ითვალისწინებს. ბაჰრეინის მარეგულირებლის თქმით, ინვესტორების დაცვა პრიორიტეტული საკითხია.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური ბანკის რეგულაციებში ხაზგასმულად მოიაზრება უსაფრთხო ვაჭრობის სისტემის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი