Huobi უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

0
1616

სამხრეთ კორეის Huobi-ს ფილიალი მსოფლიოში მეექვსე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაა. ცოტა ხნის წინ კი კრიპტობირჟამ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მიიღო.

განცხადების თანახმად, Huobi-ს კორეის ფილიალმა 2018 წელს დაიწყო ოპერირება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას უსაფრთხოების მექანიზმები უფრო მაღალი დონის აქვს, ვიდრე ეს დასაწყისში ჰქონდა. ახალი სისტემის საშუალებით მაშინვე ხდება ნებისმიერი ოპერაციის აღმოჩენა, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ბირჟა აცხადებს, რომ რეგულარულად მიმდინარეობს თაღლითური ოპერაციების გამოვლენის ალგორითმის განახლება.

უფრო მეტიც, Huobi-ს ცხელი ხაზიც აქვს, სადაც მომხმარებლების მხრიდან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შედის ზარი. კომპანიის მიერ გავრცელბული პრესრელიზის თანახმად, ღონისძიებები მიღებულ იქნა კორეის საფინანსო მომსახურების კომისიის, ქვეყნის მარეგულირებლის წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ მედიით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi საკუთარი stablecoin-ის შექმნას გეგმავდა. ამასთანავე, კომპანიის დასახულ ამოცანებში შედოდა სავაჭრო პალტფორმების განახლება და განვითარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი