ბრაზილიის ერთ-ერთმა ბანკმა კრიპტობირჟას ანგარიშები დაუხურა

0
2020

ბრაზილიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, Bradesco-მ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟის Bitblue-ს ანგარიშები თებერვლის ბოლოს დაიხურება.

ამის შესახებ ინფორმაციას Portal do Bitcoin-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბანკი ანგარიშებს კრიპტობირჟის ყველა მომხმარებელს დაუხურავს.

Bitblue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედისიო ფერეირამ განაცხადა, რომ კომპანიას ოთხ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაშიაცი აქვს გახსნილი ანგარიში. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტის ბირჟა არ აპირებს ბანკის წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოს.

თუმცა კრიპტობირჟის თანადამფუძნებლები და პარტნიორები აუცილებლად აპირებენ, რომ გაასაჩივრონ ბანკის ეს ქმედება.

კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ადგილობრივმა ასოციაციამ ამ საქმის შესახებ უკვე გაავრცელა ინფორმაცია ბრაზილიის ადმინისტრაციული საბჭოს ეკონომიკური თავდაცვის დეპარტამენტში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მოქმედი ანტიმონოპოლიური მარეგულირებელია.

შეტანილი საჩივარით ასოციაცია აცხადებს, რომ ბანკმა დაარღვია თავისუფალი კონკურენციის შესახებ კანონი.

უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციის მიერ შეტანილი საჩივარი ანტინმონოპოლიურ მარეგულირებელთან პირველი არ იქნება. სააგენტოს უკვე აქვს პრაქტიკა რამდენიმე მსგავსი შემთხვევის გამოძიებისა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი