მალტას მარეგულირებელი თაღლითობის სქემაზე საუბრობს

0
1838

მალტას ფინანსურმა სამსახურმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ქვეყნის ფინანსური სამსახური გლობალური თავდასხმის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.

მარეგულირებლის განცხადებით, მოსალოდნელია თაღლითური გარიგებების მომრავლება. თაღლითური სქემები ძირითადად აგებულია სოციალურ ქსელში განთავსებულ რეკლამებზე, რომლიდანაც მომხმარებელი კონკრეტულ თაღლითურ საიტებზე გადადის.

მარეგულირებელი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არავითარი პროცედურა არ დაიწყონ სანამ დეტალურად არ გეცნობიან, ამა თუ იმ, კომპანიის შესახებ ინფორმაციას.

ინვესტორების დაცვის მიზნით ქვეყნის მარეგულირებელმა რამდენიმე ციფრული ვალუტის ოპერატორის მიმართ მონიტორინგი გაამკაცრა.

უნდა აღინიშნოს, რომ თაღლითური ოპერაციების შესახებ, რომლებიც “ბიტკოინის რევოლუციის” სახელით არის ცნობილი ინფორმაცია ჯერ კიდევ 10 იანვარს გამოქვეყნდა.

ადგილობრივმა მედია საშუალებებმა თაღლითობის სქემა თავდაპირველად ერთ-ერთ ვებ-გვერდზე იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულ მალტას მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის მომხმარებლები არალიცენზირებული ბირჟების შესახებ გააფრთხილა. ამასთანავე, მარეგულირებელმა OriginalCrypto პლატფორმას მუშაობის შეჩერება უბრძანა.

როგორც აღმოჩნდა პლატფორმას მარეგულირებლის მხრიდან ლიცენზია არ ჰქონდა მინიჭებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი