Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ თავისი ყველა ბიტკოინი 2017 წლის დეკემბერში გაყიდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ორი წლის უკან ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
შვედეთის დედაქალაქში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ პირვალად ბიტკოინები მაშინ იყიდა, როდესაც ციფრული ვალუტის ღირებულება დაახლოებით 700 დოლარს წარმოადგენდა. ვოზნიაკის თქმით, ყიდვის მიზანი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. ის იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტით გადახდას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესძლებდა.
“ჩემი მიზანი იყო ის, რომ, როდესაც მე გავემგზავრებოდი სტოკჰოლმის მსგავს ადგილას და წავიდოდი რესტორანში მომსახურებისთვის ბიტკოინით გადამეხადა”,- განაცხადა სტივ ვოზნიაკმა.
მიუხედავად ამისა, როდესაც ბიტკოინმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ვოზნიაკმა ყველა ბიტკოინი გაყიდა.
“როდესაც ბიტკოინის ფასმა უმაღლეს დონეს მიაღწია მე მათი გაყიდვა გადავწყვიტე. მე არ მინდოდა ისეთ ადამიანებს დავმსგავსებოდი, რომლებიც გამუდმებით უყურებენ რიცხვებს და ნერვიულობენ”,- იქვე დაამატა Apple-ის თანადამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ ივნისში სტივ ვოზნიაკმა ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბიტკოინი ციფრულ ოქროს წარმოადგენდა.