25 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1550

პარასკევს, 25 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა.

გუშინ ბიტკოინის ფასი 3.600 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი მკვეთრად არ შემცირებულა. კრიპტოვალუტის კურსი 3.590 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

წინა პარასკევს დაფიქსირდა ბიტკოინის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული, როდესაც ფასმა 3.700 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რიპლის: ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში უმეტესად სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტამ მხოლოდ ნახევარი პროცენტი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ რიპლის კურსი კვირის განმავლოვაში 0.33 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ალტკოინის ფასს მკვეთრი ცვლილებები არ განუცდია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 119.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ დაფიქსირებული კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა პარასკევის მაჩვენებლისგან განსხვავდება. 19 იანვარს ციფრული ვალუტების კაპიტალიზაცია 122.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი