ანალიტიკოსები Bitcoin SV-ის ფასის ზრდას პროგნოზირებენ

0
1539

ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინების კურსი მნიშვნელოვნად არ იცვლება.

გუშინ Stellar-ზე ვაჭრობა 0.121735 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.125530 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.117893 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 0.120607 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ Stellar-ის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 0.09285498 დოლარზე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრედერებს მხოლოდ და მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობას.

რაც შეეხება Bitcoin SV-ს: ამჟამად, ალტკოინის ფასი 86 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ Bitcoin SV-ზე ვაჭრობა 93 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 98 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 91 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 94 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ალტკოინის კურსის მატებას პროგნოზირებენ, ხოლო როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 123 დოლარზე მეტი იქნება ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი