არაბეთის გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელი ICO-ს რეგულაციას 2019 წელს დაუწესებს

0
1704

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფინანსური მარეგულირებელი მომავალი წლის პირველ ნახევარში პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) შესახებ მარეგულირებელ წესებს გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა The National-ი იტყობინება.

არბეთის გაერთიანებული საამიროების ფასიანი ქაღალდებისა და სასაქონლო ვაჭრობის ორგანო არის აბუ დაბისა და დუბაის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოც.

მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელმა დირექტორმა ობად ალ ზააბიმ განაცხადა, რომ მარეგულირებელმა ხელშეკრულება გააფორმა იურიდიულ ფირმებთან, რათა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ICO-ს რეგულაციის შესახებ.

სტატიაში განმარტებულია, რომ მარეგულირებელი წესები ხელს შეუწყობს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებას.

“ჩვენი ბაზარი ღიაა. ICO-ს რეგისტრაცია და ვაჭრობის ლიცენზია ხელმისაწვდომია ყველა სახის კომპანიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით”,-განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელმა დირექტორმა ობად ალ ზააბიმ.

შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელმა ICO-ს რეგულაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში დაიწყო. ამასთან დაკავშირებით დაამტკიცეს გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ICO-ს განიხილავს, როგორც ფასიან ქაღალდს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი