19 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1327

ოთხშაბათს, 19 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზრები გაძლიერდა. პირველ რიგში ეს ეხება ბიტკოინის ფასის მატებას. გუშინ კრიპტოვალუტის კურსმა 3.900 დოლარს მიაღწია.

გასულ კვირას, ბიტკოინის ფასი 3.130 დოლარამდე დაეცა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ციფრულმა ვალუტამ 2018 წლის მანძილზე აჩვენა.

ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით კი, მოსალოდნელი იყო ბიტკოინის ფასის 1.300 დოლარზე დაცემაც. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ მოხდება, რადგან ბიტკოინმა კურსის ზრდის ტენდენცია განაახლა. ამ ეტაპისთვის, ბიტკოინის ფასი 4.065 დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან ამ დროს ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რა დროსაც ციფრული ვალუტის კურსმა 20.000 დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება რიპლის: ალტკოინის კურსს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. გუშინ დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.39 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 125 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი