დიდი ბრიტანეთი ციფრულ ვალუტას საშემოსავლო გადასახადს დაუწესებს

0
2842

გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო სერვისმა გამოაქვეყნა პირველი დეტალური საგადასახადო კანონმდებლობა კერძო კრიპტოვალუტის მფლობელთათვის.

საგადასახადო კანონმდებლობა ადგენს საგადასახადო ვალდებულებებს კერძო ინვესტორებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ კრიპტოვალუტით.

ახალი კანონის თანახმად, ინვესტორები ვალდებულნი არიან გადაიხადონ სხვადასხვა ტიპის საშემოსავლო გადასახადი, რაც ძირითადად განისაზღვრება კრიპტოვალუტით ვაჭრობის ტიპის მიხედვით.

უშუალოდ საგადასახადო ორგანოს ციფრული ვალუტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ შემოღებული დაბეგვრის სისტემა კრიპტო სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხი ევროპაშიც ისევე აქტუალურია, როგორც აზიაში. მაგალითად, ჯერ კიდევ მაისში საფრანგეთმა კრიპტოვალუტის მოგების დაბეგვრა 45%-დან 19%-ზე შეამცირა. პოლონეთში კი ამ დრომდე მუშაობა მიმდინარეობს ციფრული ვალუტის საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

პოლონეთის პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების ანგარიშგებისა და გადასახადების გადახდის პროცედურების გამარტივებას.

ინდოეთის ხელისუფლება კი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრიპტოვალუტას მხოლოდ 18%-ით დაბეგრავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი