კემბრიჯის ცენტრის კვლევა: წელს კრიპტოვალუტამ 17 მილიონი მომხმარებელი შეიძინა

0
1284

კრიპტოვალუტამ წელს 17 მილიონი მომხმარებელი შეიძინა. აღნიშნულის შესახებ კემბრიჯის ცენტრის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის მიერ გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ID-ით დამოწმებული ციფრული ვალუტის მომხმარებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. მომხმარებელთა რაოდენობა 18-დან 35 მილიონამდე გაიზარდა.

“ბლუმბერგის” კვლევის შედეგების მიხედვით კი, მომხმარებელთა ზრდის ტემპი ამ წელს კრიპტო ბაზრებზე შემცირებულია. “ბლუმბერგის” ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ტრეიდერი ან გრძელვადიანი ინვესტორია.

ამასთანავე, კვლევითი ორგანიზაცია Clovr-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტას არჩევნების დროს ტრადიციული ვალუტის მსგავსი განსაზღვრება უნდა ჰქონდეს.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ 21%-მა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ციფრული ვალუტისა და აშშ დოლარის ერთ კონტექსტში მოხსენიებისა.

ამომრჩეველთა 60% მიიჩნევს, რომ კანონი კრიპტოვალუტის მიმართ ფედერალურ არჩევნებზე იმავე წესით უნდა იყოს დარეგულირებული, რა წესიც აშშ დოლარში შემოწირულობებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ყოფილმა კონგრესმენმა რონ პოლმა Twitter-ის მომხმარებლებს ასეთი კითხვა დაუსვა: როგორ ურჩევნიათ მიიღონ 10.000 დოლარი?! პოლმა იქვე აღნიშნა, რომ თუ ისინი ბიტკოინით შეინახავდნენ ამ თანხას შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ჰქონოდათ ხელუხლებლად.

გამოკითხულთა 50%-მა უპასუხა, რომ ისინი უპირატესობას ბიტკოინს ანიჭებდნენ, 37%-მა ოქრო აირჩია, 11%-მა ობლიგაციები და თანხის დოლარში განაღდება მხოლოდ 2%-მა აირჩია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი