საფრანგეთის პარლამენტის წევრები Blockchain-ის განვითარების შესახებ ინიციატივით გამოდიან

0
1320

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 500 მილიონი ევრო (დაახლოებით 569 მილიონი აშშ დოლარი) Blockchain-თან დაკავშირებულ პროექტებში დაიხარჯოს.

ამის შესახებ Les Echos-ი იტყობინება.

გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოგიისა და კრიპტოვალუტის შესახებ პარლამენტის ორი წევრი განსაკუთრებით დაინტერესებულია. ისინი ინიციატივით გამოდიან, რათა საფრანგეთი “Blockchain Nation”-ი გახდეს. პოლიტიკოსები ასევე აქტიურად მუშაობენ ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზეც.

“2018 წელი საფრანგეთი Blockchain-ის პოპულარიზაციის კუთხით ნული ქულით შეიძლება შეფასდეს. 2019 წელს აუცილებლად უნდა განვითარდეს ეკოსისტემა”,- ნათქვამია დეპუტატ ჟან მიშელ მისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში გავრცელებული განცხადების თანახმად, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის საფინანსო კომიტეტმა საგადასახადო კანონპროექტით ცვლილებების განხორციელება დაანონსა. ცვლილებების შედეგად, კრიპტოვალუტისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნილიყო.

ამასთანავე, დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირის სახელმწიფოებმა Blockchain-ის განვითარების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტს ხელი საფრანგეთის წარმომადგენელმაც მოაწერა.

მონაწილე სახელმწიფოებმა განმარტეს, რომ DLT-ს ერთ სახეობას, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას წარმოადგენს ევროპის ეკონომიკაზე გავლენის მოახდენა შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი