ბიტკოინ Cash-ის კურსი 7 დეკემბერს 97 დოლარის ნიშნულამდე შემცირდა. 11 დეკემბერს 97 დოლარის მაჩვენებელი გაიმეორა. თუმცა, გუშინ კრიპტოვალუტამ მეტ-ნაკლებად უკეთესი პოზიციები აჩვენა.
ალტკოინზე ვაჭრობა 101 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 105 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი 99 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს კი ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 102 დოლარზე დაიხურა.
ამჟამად, ციფრული ვალუტის კურსი 92-სა და 115 დოლარს შორის მოძრაობს. იმ შემთხვეაში, თუ ფასი 116 დოლარს მიაღწევს ეს კურსის ზრდის პირველი ნიშანი იქნება.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კურსის ცვლილებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.
რაც შეეხება TRON-ს: 12 დეკემბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.013291 დოლარზე გაიხსნა. დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.013649 დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩველი კი 0.013231 დოლარი იყო. დღის ბოლოს ალტკოინზე ვაჭრობა 0.013353 დოლარზე დაიხურა.
ანალიტიკოსები აცხადებენ 0.0183 არის ზღვარი და თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს მაშინ ფასის მომატება გარდაუვალი იქნება.
ამ ეტაპზე ექსპერტები ინევსტორებს ურჩევენ, რომ ფასების მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ინვესტიცია.