Great Lakes-ის ცენტრის მუზეუმი ბიტკოინით მიღებას დათანხმდა

0
1455

Great Lakes-ის სამეცნიერო ცენტრმა, რომელიც ასევე არის მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი გადაწყვიტა, რომ ბიტკოინით გადახდის სისტემა დაუშვას. ცენტრი ოჰაიოს შტატში მდებარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

SpendBitcoins USA-ის მონაცემებით, ბიტკოინით გადახდა დაუშვეს ამერიკის კიდევ ორ მუზეუმში ტეხასსა და ფლორიდაში. Great Lakes-ი ბიტკოინის გადახდას დეკემბრის დასაწყისში ოფიციალურად დაეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ ოჰაიოში, დეკემბერში Blockchain-ის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია უნდა გაიმართოს.

მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა კირსტენ ელენბოგენმა განაცხადა, რომ ბიტკოინის მიღება ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროექტისა, რასაც კლივლენდის მასშტაბით Blockchain ეკოსისტემის განვითარება გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინით ტრანზაქციებს BitPay-ი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნების ნამუშევრების ონლაინ აუქციონი, Paddle 8 კლიენტებს Blockchain-ზე დაფუძნებულ მომსახურეობას სთავაზობდა.

ამასთანავე, ონლიან აუქციონი გასცემს სერთიფიკატს. P8Pass-ი არის ციფრული სერტიფიკატი, რომლის მონაცემებიც Blockchain-ზე არის განთავსებული, რომელიც მიბმულია გარკვეულ ციფრულ სახელმძღვანელოებზე, როგორიც არის ინფორმაცია მუზეუმის კატალოგებისა და სპეციალური სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი