Market

    ტიმ დრეიპერი კრიპტოვალუტის კურსის მატებაში დარწმუნებულია

    ტექ.-ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პროგნოზი, რომ ბიტკოინის კურსი 2022 წლისთვის 250.000 დოლარს მიაღწევს.

    ბიტკოინის კურსთან და ზოგადად კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით დრეიპერმა განაცხადა: “რატომ გვწამს ზოგიერთი ვალუტის, რომელსაც რომელიმე პარტია სათავისოდ იყენებს? … კრიპტოვალუტა არის აბსოლუტურად აპოლიტიკური, გლობალური და მას ბანკები ვერ აკონტროლებენ”.

    მაისში GovTech Pioneers-ის კონფერენციაზე საუბრისას, დრეიპერმა წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვა. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტისა და Blockchain-ის გამოყენებით მთლიანად შეიცვლება ამერიკის შეერთებული შტატების როლი მსოფლიო მასშტაბით.

    “თუ ვითანამშრომლებთ ბიტკოინთან და Blockchain-თან “ჭკვიანი კონტრაქტებითა” და ხელოვნური ინტელექტით შეგვიძლია შევქმნათ სრულყოფილი ბიუროკრატია”, – აღნიშნა დრეიპერმა.

    ორი თვის წინ კი, ტექ.-ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია მომდევნო 15 წლის განმავლობაში 80 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა.

    შეგახსენებთ, რომ აპრილში ტიმ დრეიპერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი და Blockchain-ი არის საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლებოდა ბიზნესში მომხდარიყო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *