კვირას, 21 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარზმა ოდნავი ზრდა განიცადა.
ბიტკოინის კურსი 6.500 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 1%-ით მოიმატა, თუმცა ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასს 6.500 დოლარის ზღვარი დაეძლია. დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 6.539 დოლარს შეადგენდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი ბოლო 7 დღის განმავლობაში 3.2%-ით იყო გაზრდილი.
რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში ასევე 1%-ით გაიზარდა. ალტკონის კურსი დღის მანძილზე დაახლოებით 207 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
მას შემდეგ, რაც 14 ოქტომბერს ეთერიუმის კურსმა 195 დოლარამდე დაიწია ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმმა ფასის ზრდა 3.7%-ით მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა.