აბუ-დაბის პორტში Blockchain ტექნოლოგიის საპილოტე პროგრამის შემოწმება მიმდინარეობს

0
1740

აბუ-დაბის პორტმა Blockchain-ის საერთაშორისო საპილოტე პროგრამის განხორციელება ანტვერპენის პორტთან ერთად დაიწყო.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Hellenic Shipping News-ი იტყობინება.

აბუ-დაბი პორტების შვილობილი კომპანია Maqta Gateway-სა და ანტვერპენის პორტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ კომპანიებმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტის შექმნა დაიწყეს. პროექტის მიხედვით, ორივე კომპანიას შორის საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტაციას განაწილდება ლეჯერი ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდება.

პროექტი უზრუნველყოფს ტვირთის სრულ ხილვადობას, ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობის ნაკადებს. ამ ეტაპზე საპილოტე პროგრამა Blockchain ტექნოლოგიის მიერ მოტანილ პოტენციურ სარგებელს ამოწმებს. კონკრეტულად, როგორიცაა ვაჭრობა, საიდენტიფიკაციო და სატვირთო დოკუმენტების გადამოწმება და ა.შ.

ანგარიშის თანახმად, პროექტის შესახებ ცნობები პირველად 2018 წლის ივნისში გავრცელდა. პროექტი დაინერგა რამდენიმე საოპერაციო ფაზაში, როგორიცაა მაგალითად, ტვირთების სწორ მომხმარებელთან გადამისამართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალენსიის პორტი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. ხოსე გარსია დე ლა გუია, რომელიც პასუხისმგებელია ვალენსიის პორტის მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე განმარტავს, რომ Blockchain ტექნოლოგია პორტებს რესურსების ოპიმიზაციასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი