Time Magazine-ი 50 წარმატებული კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელიც Blockchain პროექტებში მონაწილეობდა

0
2012

ამერიკული ჟურნალი Time Magazine-ი 50 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელმაც Blockchain პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო.

სიის შედგენისას გათვალისიწინებული იყო ის კრიტერიუმიც, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ესა თუ ის ბიზნესი. ჟურნალის სიაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები როგორებიც არის: Apple, Netflix, SpaceX და Domino. ამასთანავე, 50 წარმატებულ კომპანიას შორის მოხვდა განაში დაარსებული Blockchain სტარტაპი Bitland-ი.

შეგახსენებთ, რომ განაში დაფუძნებული კომპანია Bitland-ი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და მიწის საკუთრების გადაფორმების პროცედურებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

განა პირველი აფრიკული ქვეყანა არ არის, რომელმაც Blockchain-ის გამოყენება გადაწყვიტა. ჯერ კიდევ ივლისში ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლიდა, რათა შემდგომში საბანკო სექტორსა და ბიზნეს პროცესებში ტექნოლოგიის ინტეგრირება მომხდარიყო.

ამასთანავე, შვედეთის მიწის საკუთრების მმართველმა ორგანომ Lantmäteriet-მა მარტში განაცხადა, რომ უკვე ორწლიანი ტესტირების შემდეგ, თავის პირველ, Blockchain-ზე დაფუძნებულ მიწის სავაჭრო სისტემას წარადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი