ჩილეს პარლამენტში Blockchain-ის შესახებ კანონპროექტია წარდგენილი

0
2214

ჩილეს პარლამენტში დეპუტატების ნაწილმა Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული პროექტი განსახილველად ჯერ კიდევ აგვისტოში დარეგისტრირდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის ორი დეპუტატი მიგელ ანხელ კალისტო და ჯორჯო ჯექსონი სხვა რვა დეპუტატთან ერთად ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინერას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნის ყველა საზოგადოებრივ სივრცეში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.

კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია Blockchain-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაც.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დეპუტატი ჯორჯო ჯექსონი ამტკიცებს, რომ დეცენტრალიზებულ სისტემაში მონაცემების შენახვა მნიშვნელოვნად დაეხმარება სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში ჩილეს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ეთერიუმის Blockchain-ზე დაფუძნებული პროექტის განხორციელება დაანონსა. პროექტის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მონაცემების აღრიცხვა ეთერიუმის Blockchain-ის საშუალებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი