ევროკავშირის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტის მონიტორინგისთვის 1 მილიონ ევროს გამოჰყოფს

0
2335

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის ორგანო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ევროს fintech-ისა და კრიპტოვალუტის მონიტორინგისთვის გამოჰყოფს.

ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის ორგანო 2011 წელს პარიზში დაარსდა. უწყება ევროკავშირის საერთო პრინციპებით ხელმძღვანელობს. მას ასევე ევალება ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული გეგმების შემუშავება და ბაზრის ზედამხედველობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობამ სხვადასხვა სამრეწველო სფეროში ტექნიკური კომიტეტები შექმნა, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგშიც.

რაც შეეხება ბიუჯეტს, უწყების 2019 წლის სამუშაო პროგრამის ფარგლებში 1.1 მილიონი ევრო ახალი ფინანსური საქმიანობის, კრიპტო აქტივების რეგულირებისა და ზედამხედველობისთვის განისაზღვრა.

ზედამხედველობის ფარგლებში დაგეგმილია, რომ უწყებამ გამოავლინოს ისეთი საქმიანობა ან საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები, სადაც საჭიროა კონკრეტული რჩევებისა და წინადადებების შეთავაზება. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის ორგანო მიზნად ისახავს ბაზრისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, რომლის საშუალებითაც სავაჭრო ოპერაციები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

“მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა ახალი ან ინოვაციური ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით. ასევე უწყებას ევალება რეკომენდაციები წარუდგინოს ევროკაშვირის ფინანასურ ინსტიტუტებს, ასევე ბაზრის მონაწილეებსა და მომხმარებლებს”,-ნათქვამია უწყების ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი