იტალია ევროპის Blockchain-ის პარტნიორობას უერთდება

0
2530

იტალია ევროპის Blockchain-ის პარტნიორობაში შედის.

ამის შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი მირელა ლუისი აცხადებს.

ლუისის განცხადებით, პარტნიორობა, რომელიც ევროკავშირის 26 ქვეყნის თანამშრომლობას გულისხმობს ეკონომიკის მინისტრი ლუიჯი დი მაიო 28 სექტემბერს ბრიუსელში ხელს მოაწერს.

“იტალიას პარტნიორობაში შესვლა საშუალებას მისცემს ქვეყანას Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში საკუთარი გზა განსაზღვროს”,- აღნიშნა იტალიიის ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბარში.

ლუიჯი დი მაიომ ისიც აღნიშნა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით სტრატეგიას შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის Blockchain პარტნიორობა 2018 წლის აპრილში შეიქმნა, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე. გაერთიანებაში პირველად გაწევრინდა 21 სახელმწიფო და შემდგეგ შეუერთდა დარჩენილი ოთხი ქვეყანა: საბერძნეთი, რუმინეთი, დანია, კვიპროსი და ახლა უკვე იტალია.

რამდენიმე თვის წინ, კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხზე იტალიას გერმანიასა და საფრანგეთთან შედარებით ცოტა განსხვავებული პოზიცია ეჭირა.

ამასთანავე, იტალიის ხელისუფლებამ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების კლასიფიცირება უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ ეტაპზე იტალიის მთავრობას რეგულაციებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი