17 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1783

დღევანდელი მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრად არის შემცირებული. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 20 კრიპტოვალუტის კურსი 10%-ით შემცირდა.

რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს: გუშინ, ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 3.5%-ით შემცირდა. ბიტკოინი ცდილობდა, რომ 6.500 დოლარის ნიშნულისთვის მიეღწია, თუმცა კრიპტოვალუტამ 5 საათის მანძილზე თითქმის 200 დოლარით უკან დაიხია.

18 სექტემბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის კურსი 6.243 დოლარზე დაფიქსირდა.

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად შემცირდა ეთერიუმის კურსიც. კრიპტოვალუტის ღირებულება უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მთელი 11%-ით შემცირდა. ხოლო, ფასი გუშინ, 17 სექტემბერს ერთ საათში 200 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

ამ ეტაპზე, ეთერიუმის კურსი 194 დოლარს შეადგენს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 0.6 დოლარით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 17 სექტემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდის დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 192 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი