ისრაელისა და შვეიცარიის მთავრობა Blockchain-ის რეგულაციის საკითხს განიხილავს

0
2138

შვეიცარიისა და ისრაელის მთავრობები Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. როგორც ცნობილი გახდა, გამოცდილების გაზიარება ძირითადად რეგულაციის საკითხს მოიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

შვეიცარიის ფინანსთა მინისტრი უელი მაურერი და სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო საფინანსო საკითხებში ჯორჯ გეზერი ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვივნენ, რათა ბაზარს ადგილზე გაცნობოდნენ.

როგორც გეზერმა Reuters განუცხადა 2018 წლის ბოლოს ის აპირებს მოამზადოს ანგარიში Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციის შესახებ და ისრაელის ოფიციალურ პირებს წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ანგარიშში ზოგადი რეკომენდაციები იქნება წარდგენილი.

ჯორჯ გეზერი ფიქრობს, რომ ეს შენიშვნები ისრაელის პარლამენტმა შესაძლოა, მოიწონოს და 2019 წელს დაამტკიცოს, რის შემდეგაც კანონი 2020 წლისთვის შევა ძალაში.

ამის მიუხედავად, Reuters-მა ისრაელის ოფიციალური პირებისგან შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღო. თუმცა, ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა fintech-ის შესახებ გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საუბარია რეგულაციაზე ამავე კონტექსტში მოიაზრება კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევა, მათ შორის ფულის გათეთრება.

შეგახსენებთ, რომ მაისში ისრაელის საკანონმდებლო ორგანო კრიპტოვალუტის რეგულაციის კანონპროექტზე მუშაობდა. კანონპროექტი მიზნად ისახავდა ფინანსური მომსახურების ზედამხედველობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი