ორშაბათს, 10 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზრები კვლავ შემცირებას განიცდიდა.
ბიტკოინის კურსი 6.300 დოლარზე დაბლა დაეშვა. კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით, 6.287 დოლარამდე დაეცა. ეს კი ნიშნავს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1.5%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსმა 9 სექტემბერს 6.400 დოლარის დონე დაკარგა და მოულოდნელად 200 დოლარით შემცირდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ფასი უკეთესობისკენ არ იცვლება. უკვე რამდენიმე დღეა, ეთერიუმი 200 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. ამ წლის განმავლობაში ასე დაბალი მაჩვენებელი ეთერიუმს პირველად აქვს.
კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4.5%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში ეთერიუმის შემცირების მაჩვენებელი 35%-ია, ხოლო თვიური დანაკარგი კიდევ უფრო გაზრდილია და ის 47%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 10 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდის ნიშნულს ჩამოსცდა და საბოლოოდ, 194.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.