რიპლის კურსიც დანარჩენი კრიპტოვალუტების კურსის მსგავსად ფასების რყევას განიცდიდა. 14 აგვისტოს რიპლის კურსი 0.24 დოლარს შეადგენდა. თუმცა, დღეს კრიპტოვალუტამ კურსის გაზრდა მოახერხა.
დღევანდელი მონაცემებით რიპლის ღირებულება 0.30 დოლარს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ინვესტიცია.
14 აგვისტოს კურსის შემცირების კუთხით არც ბიტკოინ Cash-ი იყო გამონაკლისი. ხუთშაბათ დღეს კრიპტოვალუტის მაჩვენებელი 473 დოლარზე დაეცა. თუმცა, მომდევნო დღეს ბიტკოინ Cash-მა კურსის გაუმჯობესება შეძლო და 513 დოლარის დონეზე დაფიქსირდა.
დღევანდელი მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 535 დოლარს შეადგენს.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მაშინ დაიწყონ ვაჭრობა, როდესაც ბიტკოინ Cash-ის კურსი ოდნავ მაინც დასტაბილურდება.
რაც შეეხება ლაიტკოინს: ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ლაიტკოინის ფასი 48-დან 52 დოლარის ფარგლებში იმერყევებდა და ასეც მოხდა. 14 აგვისტოს ლაიტკოინის კურსიც შემცირდა და კრიპტოვალუტა 49 დოლარის დონეზე დაფიქსირდა.
ამჟამად, ლაიტკოინი კურსის გაზრდას ცდილობს. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ღირებულება 56 დოლარს შეადგენს.
ლაიტკოინის შემთხვევაშიც ანალიტიკოსების რჩევა არის, რომ ტრეიდერები ფასის შედარებით დასტაბილურებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ინვესტიცია.