სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ბირჟებს Blockchain-ის გამოყენებას ურჩევს

0
2023

სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ადგილობრივ მარეგულირებელ ორგანოებსა და კომპანიებს ურჩევს, რომ საფონდო ტრანზაქციებისთვის Blockchain-ის სისტემა განავითარონ.

სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახური საერთაშორისო საფონდო ბირჟის ოპერატორების მიერ Blockchain-ის გამოყენების შედეგების ანალიზს აკეთებს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში არსებული მდომარეობის შესწავლას.

ანგარიშში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა ტრანზაქციების მონიტორინგისა და შენახვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას ზრდის. ანგარიშში ასე აღნიშნულია, რომ არსებული სისტემები ნაკლებად ეფექტურია და უფრო მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან.

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურმა Nasdaq-ის მიერ Blockchain-ის გამოყენების შემთხვევები შეისწავლა. ასევე შეისწავლა ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მიერ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც კერძო აქციების გაყიდვაზეა ორიენტირებილო.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხილული ყველაზე ამბიციური კვლევა ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების ბირჟას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების ბირჟა გეგმავს, რომ მთლიანად შეცვალოს არსებული ანგარიშსწორების სისტემა დეცენტრალიზირებული, ალტერნატიული სისტემით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი