26 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2945

26 ივლისს კრიპტოვალუტების უკვე არსებული ფასების ნიშნული მეტნაკლებად შენარჩუნდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინმა 8.000 დოლარის ზღვარი დაარღვია.

26 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ღირებულება 8.230 დოლარს შეადგენდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტამ მხოლოდ 1%-ით მოახერხა ფასის გაზრდა, რის შედეგადაც ბიტკოინის კურსი 8.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი 478 დოლარზე დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში ეთერიუმს მხოლოდ 1%-იანი ზრდა ჰქონდა. ამასთანავე, კურსი დღის განმავლობაში 483 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

საბოლოოდ, კრიპტოვალუტის ფასმა დაიკლო და 470 დოლარის ფარგლებში ჩამოვიდა. ეთერიუმის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი ფასის გაუმჯობესების ტენდენცები საკმაოდ პოზიტიურია. კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 3%-ით გაიზარდა, ხოლო თვის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასი 9%-ით გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 302 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი