მალტაზე დაფუძნებული კომპანიები Blockchain-ის რეგულაციის მოლოდინში არიან

0
1994

მალტის კუნძულის საფინანსო სამსახურმა განაცხადა, რომ Blockchain კომპანიები უნდა დაელოდონ ცოტა ხნის წინ შემუშავებული რეგულაციის სისტემას ოფიციალურად მიღებას და შემდეგ დაიწყონ ნებართვებისა მიღებაზე განაცხადების შეტანა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში საფინანსო სამსახური აცხადებს, რომ ის ადგენს ახალ მარეგულირებელ სისტემას, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა დამტკიცებული და ამიტომ ოპერატორები უნდა დაემორჩილონ სააგენტოს საჯარო განცხადებას, რომელიც Blockchain-ზე განაცხადის შედგენის და დამტკიცების მოთხოვნას ეხება.

Malta Times-ის ინფორმაციით, გასულ კვირეებში, საფინანსო სამსახურმა ახალი რეგულაციების შესახებ დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები მოისმინა და ახლა განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად, როგორიც არის ადმინისტრაციული ჯარიმები.

გარდა მიღებული კანონმდებლობისა, საფინანსო სამსახური შემდგომში გამოაქვეყნებს კიდევ ორ იურიდიულ ნორმას, რომელიც ციფრული ვალუტის მიწოდების პროცედურებს ეხება.

რეგულაციის საბოლოო სახით ძალაში შესვლამდე ოპერატორებმა თვალი უნდა ადევნონ მარეგულირებელის მიერ გამოქვეყნებულ პერიოდულ განცხადებებს, რათა სხვადასხვა სიახლის შესახებ ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულები.

შეგახსენებეთ, რომ მალტა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც იურიდიული მარეგულირებელი სისტემა Blockchain კომპანიებისთვის შემოიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი