საფრანგეთის მთავრობის წევრი: უმჯობესია კრიპტოვალუტას რეგულაცია არ დავუწესოთ

0
1962

ჟან-პიერ ლანდაუმ კრიპტოვალუტის შესახებ მოხსენება წარმოადგინა, სადაც აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი ამ ტექნოლოგიის რეგულირება.

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრიპტოვალუტის საკითხებში, ჟან-პიერ ლანდაუმ მოხსენებაში ერთმანეთს შეადარა ტექნოლოგიური და ფინანსური ინოვაცია ერთამანეთს. როგორც ლანდაუ ამტკიცებს, კრიპტოვალუტის რეგულირება სამი მიმართულებით გამოიწვევს გარკვეულ რისკებს.

“კანონმდებლობას შეუძლია ტექნოლოგიის სწრაფი ევოლუცია ერთ ადგილას გაყინოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რეგულაცია იყოს ისეთი, რომ კონკრეტულ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული და არა უშუალოდ, პროდუქტთან”,- აღნიშნულია მოხსენებაში.

ლანდაუ ასევე ამბობს, რომ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ იმას, რასაც ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ევროკავშირის კანონმდებლობა გულისხმობს ლიცენზიის სისტემასაც.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაცია ერთმანეთისგან განსხვავდება.

“ჩვენ უნდა განვასხვაოთ ტექნოლოგიური ინოვაცია ფინანსურისგან. ტექნოლოგიურ ინოვაციას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, ხოლო ფინანსური ინოვაციის შემთხვევაში გარკვეულ საკითხებზე დამატებითი ზრუნვა არის საჭირო”, – წერს იგი და განაგრძობს:

“დღევანდელ ეტაპზე სწორი მიდგომა იქნებოდა კრიპტოვალუტის რეგულაციისგან გათავისუფლება, მაგრამ პარალელურად ჩვენ გვჭირდება ისეთი ზომების მიღება, რომლის დროსაც თავიდან იქნება აცილებული ციფრული ვალუტის საკითხებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებები”,- აცხადებს ჟან-პიერ ლანდაუ.

შეგახსენებთ, რომ როდესაც ლანდაუ კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა ამბობდა, რომ ბიტკოინი მე-17 საუკუნის ჰოლანდიაში გავრცელებულ “ეკონომიკურ ბუშტს”, ტულპომანიას ჰგავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი