კანადის არაკომერციული მარეგულირებელი ორგანო კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის რეგულაციებზე მუშაობს

0
1890

კანადაში საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რეკომენდაცია გაუწიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს Blockchain-თან დაკავშრებულ რეგულაციის საკითხებზე.

კანადის საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანიზაცია არის არაკომერციული თვითმმართველობის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას და, ამასთანავე, ზრუნავს ინვესტორების დაცვაზე.

ორგანიზაციის ხედვისა და პრიორიტეტების ნაწილი მომავალი წლისთვის Blockchain-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამომჟღავნებული არ არის, თუმცა ერთი რამ ნათელია, ორგანიზაცია Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლებას კიდევ უფრო მეტად ეცდება.

“Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებამ მკვეთრად შეცვალა ის ეკოსისტემა, რომელიც კაპიტალის ბაზრებზეა დაფუძნებული. ციფრული აქტივები, როგორიცაა კრიპტოვალუტა უკვე ზეგავლენას ახდენს ბაზრებზე, როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი ინვესტიციებით”.

ორგანიზაცია ასევე გააერთიანებს ქვეყნის სხვა მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რათა კანადაში განვითარდეს თანმიმდევრული მარეგულირებელი სტრატეგია.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, კანადის მთავრობამ კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ახალი რეგულაციები გამოაქვეყნა. რეგულაციები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერებაზე არის ორიენტირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი