ჩარლი ლი: Bithumb-ზე თავდასხმა კრიპტოვალუტაზე ფუნდამენტურ გავლენას არ მოახდენს

0
1905

Bithumb-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ, ლაიტკოინის შემქმნელმა ჩარლი ლიმ განაცხადა, რომ ბირჟაზე თავდასხმა ბიტკოინის კურსს ფუნდამენტურად ვერ შეცვლიდა.

ამის შესახებ ჩარლი ლიმ CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

“თუ ბირჟაზე საკმარისად არ არის დაცული კრიპტოვალუტების უსაფრთხოება ეს ნამდვილად არ ცვლის უშუალოდ მონეტების პროგრამული დაცულობის ხარისხს”,- განაცხადა ჩარლი ლიმ.

საუბრისა ლიმ აღნიშნა, რომ გასული წელთან შედარებით, ბიტკოინის კურსის 60-70%-ით შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა გაცილებით ძლიერი აღმოჩდა.

როგორც ჩარლი ლი ამბობს, ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი სულაც არ არის პესიმისტური. ის მიიჩნევს, რომ ახლანდელი დაბალი კურსი ბიტკოინის მომავალი მაღალი ფასის საწინდარია.

ინტერვიუში ლი ასევე ვარაუდობს, რომ ამჟამინდელი ბაზრის ზრდა მოსალოდნელია 3-4 წელიწადში ან სულაც ერთ დღეში.

“ამ სფეროში 7-8 წელია ვარ და მე ახლა ვხედავ 3-4 წლიან არცთუ მზარდ ბაზარს, თუმცა ყველაფერი შეიძლება ხვალვე შეიცვალოს”,- აღნიშნა ჩარლი ლიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი