2018 წლის კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზრდილია

0
3044

საკონსულტაციო ფირმამ Capgemini-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესით მსხვილი ინვესტორები გამოირჩევიან.

ანგარიშის თანახმად, იმ გამოკითხული ინვესტორებიდან, რომელთა კაპიტალი მილიონ დოლარს აღემატება, თითქმის, მესამედმა დაახლოებით, 29%-მა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს კრიპტოვალუტის მიმართ. ხოლო 27%-მა კი აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტით ზოგადად არის დაინტერესებული.

40 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, რესპონდენტების 70%-ზე მეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

ანგარიშში აღნიშნულია რეგიონალური განსხვავებებიც. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა არსებობს სამხრეთ ამერიკა ციფრული ვალუტის დაინტერესების თვალსაზრისით აშკარად ლიდერია.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესის გაზარდის პარალელურად, ფინანსური სექტორის ზოგიერთმა ფირმამ ციფრულ აქტივებთან მიმართებაში პოზიცია შეიცვალა. ასეთი კი საინვესტიცო ბანკი Goldman Sachs-ია.

თუ 2014 წელს საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არ იყო ლეგალური ვალუტა და ინვესტორებისთვის ძალიან რისკიან ბიზნესს წარმოადგენდა, ამ წლის მაისში Goldman Sachs-მა საჯაროდ განაცხადა, რომ კლიენტთა მხრიდან ინტერესის გაზრდის გამო, კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი