კრიპტოვალუტის რეგულაციების შესახებ საფრანგეთის მთავრობა სამუშაო ჯგუფს ქმნის

0
2472

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მეღმა სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსა, რომელიც ბიტკოინის რეგულაციების შესახებ იმსჯელებს. ამის შესახებ, ინფორმაცია -ს ფრანგული ეკონომიკური და საფინანსო ყოველდღიური გაზეთი “Les Echos” ავრცელებს.

“ჩვენ გვინდა სტაბილური ეკონომიკა: ჩვენ უარს ვამბობთ სპეკულაციის რისკებსა და ბიტკოინთან დაკავშირებულ შესაძლო ფინანსურ გადანაწილებაზე” – განაცხადა მინისტრმა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ჟან-პიერ ლანდუ იქნება. ის 2006-2011 წლებში საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მეორე მოადგილე იყო.

ეკონომიკის მინისტრამ აღნიშნა, რომ ჟან- პიერ ლანდუს მისია იქნება რეგულაციებთან დაკავშირებით წინადადებების შეთავაზება. ასევე, კონტროლის მექანიზმის უკეთესად განვითარება, პრევენციული ზომების მიიღება ფულის გათეთრებასა და გადასახადების თავიდან არიდებაზე, ასევე, დანაშაულებრივ საქმიანობასა და ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე.

კრიპტოვალუტის რეგულაციების შესახებ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, 2018 წლის “საერთაშორი მმართველობის ცენტრის” სამიტზე (G-20) ბიტკოინის რეგულაციების შესახებ სამიტის მონაწილეებს დისკუსიის მოწყობა შესთავაზა. იქვე, ბრუნო ლე მეღმა აღნიშნა, რომ არგენტინის მთავრობას მიმართავს, რათა მომავლ შეხვედრაზე, რომლიც აპრილში შედგება ბიტკოინის რეგულაციის საკითხი დღის წესრიგში შეიტანოს.

“არსებობს აშკარა სპეკულაციის რისკი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და განვიხილოთ ეს საკითხი. G-20 წევრებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ბიტკოინის რეგულაცია”- აღნიშნა საფრანგთის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის სამიტზე ეკონომიკის, ფინანსებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის მთავარი საერთაშორისო ფორუმის მასპინძელი ქვეყანა არგენტინა იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი