20 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2369

20 ივნისს, Coin360-ის მონაცემების მიხედვით, თითქმის, ყველა კრიპტოვალუტამ განიცადა კურსის რყევა.

კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 284 მილიარდ დოლარზე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზაციამ 19 ივნისთან შედარებით 10 მილიარდი დოლარით დაიკლო.

ოთხშაბათისთვის, ბიტკოინის ღირებულება 6.663 დოლარს შეადგენდა ანუ კრიპტოვალუტის კურსმა 24 საათის განმავლობაში 2.6%-ით დაიკლო.

კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა Bithumb-ზე ჰაკერების თავდასხმამ განაპირობა. 18 და 19 ივნისს ბიტკოინი აშკარად ზრდის ტენდეციას აჩვენებდა, როდესაც ფასმა 6.800 დოლარზე აიწია.

ეთერიუმმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.5%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის კურსი 20 ივნისს 523 დოლარი ღირდა. ეთერიუმზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ნორმალურ პოზიციაზე იმყოფებდა, რადგან მცირე ვარდნის შემდეგ, კვლავ შეძლო 500 დოლარის ნიშნულს დაბრუნებოდა.

Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, IOTA-მ 24 საათის განმავლობაში 7.15% დაკარგა. 20 ივნისისთვის IOTA-ს ღირებულება 1.14 დოლარს შეადგენდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, 19 ივნისს დაფიქსირებული ოდნავი გაუმჯობესების შემდეგ, რიგით მეექვსე კრიპტოვალუტის ბირჟაზე ჰაკერების თავდასხმამ კრიპტოვალუტის კურსის შემცირება გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი