კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2467

ბოლო ერთი კვირის მანძილზე კრიპტოვალუტის კურსს მკვეთრი ცვლილება არ განუცდია.

ბიტკოინი

ანალიტიკოსების უმეტესობა ბიტკოინის ყველაზე დაბალ, მოსალოდნელ ქვედა ზღვარს 6.075 დოლარზე ელოდება. ექსპერტები ინვესტორებს ვაჭრობასთან დაკავშირებით, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და მაშინ ურჩევენ ვაჭრობას, როდესაც კრიპტოვალუტა კონკრეტულ დონეს მიაღწევს და გამყარდება.

თუმცა, არსებობს პოზიტიური პროგნოზიც, რა შემთხვევაშიც, ბიტკოინის ფასის მატება მოსალოდნელია 7.755 დოლარზე. თუ ბიტკოინი ამ წინააღმდეგობას დაძლევს მოსალოდნელი მაჩვენებლები 8.566 და 8.888 დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების ეს ვარაუდები 100%-ით შეიძლება არ შესრუდლეს. ასე, რომ თუ ფასი არ გაიზარდა და 6.075 დოლარზე დაბლა დაეცა ანალიტიკოსები ინვეტორებს არანაირი სახის ინვესტიციების განხორციელებას არ ურჩევენ.

ეთერიუმი

13 ივნისს ეთერიუმის 492 დოლარის დონე დროებით დაირღვა და მომდევნო დღეს კრიპტოვალუტის კურსმა მოიმატა. თუმცაღა, ეს გრძელვადიანი ფასის მატება არ ყოფილა და ეთერიუმის კურსმა ისევ უკან დაიხია.

ეთერიუმის ფასის დაცემის შემთხვევაში მოსალოდნელი კურსი 492 დოლარის დონეზეა, მაგრამ თუ ეს ნიშნული ვერ შენარჩუნდა მაშინ, ფასი კიდევ უფრო ქვემოთ, 450 დოლარზე დაეცემა. ამასთანავე, მოსალოდნელია კურსის მერყეობა 492-სა და 450 დოლარს შორის.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ინვესტორებს სთავაზობენ, რომ მაშინ ჩადონ კრიპტოვალუტაში ინვესტიცია, როდესაც კურსი შედარებით სტაბილური გახდება.

მიმდინარე დონეზე არ არის რეკომენდირებული კრიპტოვალუტის ყიდვა, ამიტომ ექსპერტები ინვესტორებს ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

რიპლი

რიპლი მხარაჭერილი იყო 0.56 დოლარზე. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი ზრდისკენ არ წავა მაშინ, მოსალოდნელი ფასი 0.45 დოლარზეა.

ანალიტიკოსები მოელიან ინვესტორების მხიდან 0.45 დოლარის დონეზე მაქსიმალურად გააქტიურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიპტოვალუტა 0.24 დოლარზე დაეცემა.

იმ შემთხვევაში თუ რიპლის კურსი ზრდას მოახერხებს მოსალოდნელი ნიშნული 0.70-ზეა.

ამ ეტაპზე, ექსპერტები გრძელვადიან პოზიციებს არ პროგნოზირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი, ამ ეტაპზე, სუსტად გამოიყურება. კრიპტოვალუტა კრიზისულ ზონასთან ძალიან ახლოს არის. კრიპტოვალუტის კრიზისული დონე 777- 736 დოლარს შორის მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 736 დოლარის ნიშნულზე ჩამოვა შესაძლოა, ფასმა კიდევ უფრო დაიწიოს და 620 დოლარზე ჩამოვიდეს.

ექსპერტები ამ ეტაპისთვის რაიმე სახის ვაჭრობაზე რეკომენდაციას არ გასცემენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 13 ივნისს 90 დოლარიდან 107 დოლარამდეც კი ვერ მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 90 დოლარის ზღვარს დაარღვევს მოსალოდენლი დონე ჯერ 84 შემდეგ კი, 75 დოლარია.

ლაიტკოინის კურსი მაშინ გაუმჯობესდება, როდესაც კრიპტოვალუტა 107 დოლარის დონეს მიაღწევს და პოზიციას შეინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი