კოლუმბიის საკანონმდებლო ორგანოში კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის შესახებ დებატები გაიმართა

0
2076

კოლუმბიის სენატში დებატები გაიმართა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ. დებატები ეხებოდა ციფრული ეკონომიკის მოდერნიზაციის საკითხს.

სენატის მესამე კომიტეტმა მოიწვია კოლუმბიის მწვანეთა ალიანსის სენატორი ანტონიო ნავარო ვულფი, კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კოლუმბიის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს და კოლუმბიის ფინანსურ სექტორის წარმომადგენლები.

მწვანეთა ალიანსის სენატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კოლუმბიის სახელმწიფო Blockchain-ს უფრო ღრმად შეისწავლიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგია ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში ცვლილებებს მოახდენდა.

სენატორმა ასევე აღნიშნა Blockchain-ის პოტენციალი, რომელიც საარჩევნო სისტემის უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას ეხება.

ანტონიო ნავარო ვულფი კრიპტოვალუტასა და Blockchain-ს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის მოდერნიზების მექანიზმებად განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტისადმი კოლუმბიელების ინტერესი 2017 წელს გაიზარდა, როდესაც ბიტკოინი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფებოდა.

ეს მოვლენა ვულფის მიერ უყურადღებოდ არ ყოფილა დატოვებული. მან ფინანსთა სამინისტროს მიმართა, რათა ახალ ტექნოლოგიებზე სამინისტროს მარეგულირებელი მექანიზმი შემოეღო.

თავის მხრივ, ინფორმაციული ტექნოლოგიების უწყების წარმომადგენელმა ხუანიტა როდრიგესმა განაცხადა, რომ Blockchain-ის ნდობისა და უსაფრთხოების სისტემის შენება ქვეყნის ციფრულ ეკონომიკაში უნდა გაგრძელდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი