ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი Blockchain-ს, ამ ეტაპზე, არ დანერგავს

0
2609

წინა კვირას ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ანგარიში გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Blockchain ტექნოლოგია ფინანსურ ბაზრებზე ოპერირებისთვის ჯერჯერობით მზად არ არის.

ლეჯერი ტექნოლოგიის სამწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ ნიდერლანდების ცენტრალური ბანკმა დაასკვნა, რომ მიმდინარე ალგორითები ვერ უძლებენ ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ტრანზაქციების მოცულობას.

ბანკის მოხსენების თანახმად, ბანკმა შეიმუშავა და შეაფასა ოთხი პროტოტიპი, რომლის მიზანიც არის ტექნოლოგიებისა და მისი პოტენციალის უკეთ გაგება და შეფასება.

მათი ტესტირების შედეგების შეფასების შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა დაასკვნა, რომ Blockchain-ის ტექნოლოგია საინტერესო და პერსპექტიულია.

თუმცა, Blockchain-ის გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ის საკმარისად ეფექტური არ არის, ხარჯების მხრივ და ამიტომ, Blockchain-ს არ შეუძლია გაუმკლავდეს დიდ რაოდენობას ოპერაციებს.

შეგახსნებეთ, რომ ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი არ არის ერთადერთი ცენტრალური ბანკი, რომელიც Blockchain-ის ტექნიკურ გავლენას იკვლევს.

5 ივნისს, ამსტერდამში, Money20 /20 კონფერენციაზე ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა, ლიეტუვას, კანადისა და შვეიცარიის ეროვნული ბანკების წარმომადგენლებმა კრიპტოვალუტისა და ტრადიციული საბანკო სფეროს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი