საინვესტიციო კომპანიის Pantera Capital-ის გენერალური დირექტორი დონ მორეჰედი მიიჩნევს, რომ დაახლოებით, ათ წელიწადში კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 40 ტრილიონს მიაღწევს.
ინვესტორი ჯონ პფერის თქმით კი, ბიტკონმა შესაძლოა, ოქრო შეცვალოს და გახდეს ახალი სარეზერვო ვალუტა მსოფლიოში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინის კურსის ზრდა 700.000 დოლარამდე.
ბიტკოინი
ბიტკოინს ამ ეტაპზე აქვს პოტენციალი, რომ კურსი 10.000 დოლარის დონეზე გაზარდოს. წინა კვირისგან განსხვავებით, ამჯერად, ექსპერტები ხანაგრძლივ პოზიციებს პროგნოზირებენ.
მაგრამ, თუ მოხდა ისე, რომ ბიტკოინის ფასი ზრდის ნაცვლად დაეცემა მაშინ, მოსალოდნელი დონე 8.000 დოლარი იქნება. თუ ბიტკოინი ამ ნიშნულსაც ჩამორჩა მაშინ, კურსი 6.800 დოლარამდე შემცირდება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიტკოინი რამდენიმე დღეში უკეთეს სურათს აჩვენებს და ამის შემდეგ უფრო დაბეჯითებით იმსჯელებენ ანალიტიკოსები. ჯერჯერობით ის შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინის კურსი იმედისმომცემად გამოიყურება.
ეთერიუმი
ამ ეტაპზე ეთერიუმის პოზიციებიც საკამოდ გამყარებულად გამოიყურება. კრიპტოვალუტა ცდილობს 745 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს.
თუ ეთერიუმი ზრდას მოახერხებს 745-ის შემდეგ, შემდეგი სამიზნე 900 დოლარი იქნება.
თუმცა, თუ ეთერიუმი ფასის ზრდას ვერ შეძლებს მაშინ შესაძლოა, კრიპტოვალუტამ 600-დან 745 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს. ხოლო, თუ ეთერიუმის ფასი დაცემისკენ წავა მაშინ, კრიპტოვალუტის კურსი 500 დოლარამდე შემცირდება.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის კურსი 1.200 დოლარზეა.
თუმცა, კრიპტოვალუტა შეეცდება 1.600 დოლარის ზღვარი დაარღვიოს. თუ ამას შეძლებს მაშინ მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი ჯერ 1.800-ზე შემდეგ კი, 2.000 დოლარამდეც კი გაიზარდოს.
მაგრამ, თუ კრიპტოვალუტა ზრდას ვერ შეძლებს მაშინ ის 1.200-დან 1.600 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ვაჭრობისგან თავის შეკავება სჯობს მანამ სანამ, რაიმე კონკრეტული, იმედისმომცემი ყიდვის ტენდენცია არ შეიქმნება.
რიპლი
სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად რიპლიც აქტიურად ცდილობს კურსის გაზრდას. რიპლი ცდილობს 0.94 დოლარის ნიშნულზე ასვლას. თუ ამას წარმატებით განახორციელებს მაშინ, შეძლებს, რომ კურსი 1.08 დოლარამდე გაზარდოს.
მიუხედავად ამისა, რიპლისთან დაკავშირებით ექსპერტებს არცთუ იმედისმომცემი პროგონოზები აქვთ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რიპლის ხანგრძლივ პოზიციებს არ პროგნოზირებენ.
ლაიტკოინი
ექსპერტები მოელოდნენ, რომ ლაიტკოინი 160 დოლარამდე შეძლებდა კურსის გაზრდას. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა და კრიპტოვალუტამ ფასის გაზრდა ვერ შეძლო.
მეორე მხრივ კარგია, რომ ლაიტკოინი კვლავ განაგრძობს ბრძოლას. თუ კრიპტოვალუტა კურსის მომატებას შეძლებს სავარაუდოა, რომ მოახერხებს და 180 დოლარამდე გაიზრდება.
მაგრამ თუ კრიპტოვალუტა ფასის მატებას ვერ მოახერხებს შესაძლოა, ლაიტკოინი ჯერ 141-ზე, ხოლო შემდეგ 120 დოლარის ნიშნულზე დაეცეს. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დიდი შანსია იმის, რომ ლაიტკოინმა 140 დოლარის ნიშნულის შენარჩუნება მოახერხოს.