კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
4305

12 აპრილს, ბიტკოინმა თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი, ერთსაათიანი სავაჭრო მოცულობა აჩვენა, როდესაც ფასმა 30 წუთის განმავლობაში 1000 დოლარზე მეტით მოიმატა.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ბიტკოინის ფასის მომატების მიზეზის დადგენა ფაქტია, რომ ყველა ალტკოინის ღირებულებამაც მოიმატა და კრიპტოვალუტების მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 300 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბიტკოინი

ექსპერტების მოსაზრებით, ამ ეტაპზე ბიტკოინი საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება, რადგან, როგორც იქნა კრიპტოვალუტამ მოახერხა და კურსის დაღმასვლიდან აღმასვლაზე გადავიდა.

არსებული კურსის შემდეგ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის სამიზნე ჯერ 10.000 დოლარია, ხოლო თუ ამ ზღვარს გადალახავს მაშინ შემდეგი მიზანი 12.172 დოლარამდე მიღწევა იქნება. თუმცაღა, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ არ მოელიან ამ დონის სწრაფად გადალახვას.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინს მხარდაჭერა ესაჭიროება, რათა საბოლოოდ დააღწიოს თავი ფასის დაღმავალ მაჩვენებლებს.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსის ზრდაზე ექსპერტების ვარაუდი გამართლდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაღმავალი ხაზიდან კრიპტოვალუტამ ასე წარმატებით მოახერხა თავის დაღწევა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ეთერიუმი 600 დოლარის წინაღობას დაძლევს მისი შემდეგი სამიზნე 725 დოლარი იქნება.

აქვე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როგორც კი ეთერიუმის კურსი 420 დოლარზე ზემოთ ავა ვაჭრობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მაც ასევე მოახერხა ფასის ზრდა და გადალახა 778 დოლარის ნიშნული.

ესპერტები მოვაჭრეებს ურჩევენენ, რომ 779 დოლარის პოზიციაზე ივაჭრონ, ხოლო 610 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა. ბიტკოინ Cash-ის პირველი სამიზნე 974 დოლარია.

ასევე შესაძლებელია, რომ კრიპტოვალუტის კურმა 1.115 დოლარამდეც მოიმატოს.

რიპლი

რიპლიმ წინა ანალიზში აღნიშნულ სამიზნე ფასს 0.7 დოლარს უკვე მიაღწია.

რიპლიმ შესაძლებელია 0.7-დან 0.73 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლი 0.56 დოლარზე ჩამოვა მოვაჭრეებს მაინც შეეძლებათ ყიდვა. მთავარია, რომ დაკარგვა 0.45-ზე შეწყვიტონ. რიპლის ფასი იმ შემთხვევაში იქნება მტკიცე, თუ კრიპტოვალუტა 0.56 დოლარის ქვემოთ არ ჩავა.

ექსპერტები, ამ კვირაში, რიპლის ფართო სავაჭრო სპექტრს მოელიან.

ლაიტკოინი

ამ ეტაპზე ლაიტკოინის მთავარი წინაღობა 141 დოლარის არის.

ექსპეტები ვარაუდობენ, რომ ლაიტკოინი მოახერხებს და 142 დოლარის ნიშნულს ასცდება.

თუმცა არსებობს დაღმასვლის რისკიც. თუ კრიპტოვალუტის კურსი დაეცა, ეს 165 დოლარზე მოხდება.

ამჟამად, ექსპერტები მოსალოდნელ რისკს ბოლომდე პოზიტიურად ვერ აფასებენ. ამიტომ მომხმარებლებს ურჩევენ, რომ ვაჭრობისგან თავი შეიკავონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი