ვიეტნამი კრიპტოვალუტის მართვის სამართლებრვი გზებზე მუშაობს

0
2699

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ენგაუიენ ქსან პუსმა მთავრობასა და ფინანსურ ორგანოებს მოუწოდა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მენეჯმენტის გაუმჯობესებისკენ.

ამ შესახებ რამდენიმე დღის წინ ვიეტნამის მთავრობის მიერ გამოცემული დოკუმენტით გახდა ცნობილი. დოკუმენტის გამოცემა მეტწილად უკავშირდება გასულ კვირაში მომხდარ ფაქტს, როდესაც ორი ICO-ს ოპერატორისგან 660 მილინიონი დოლარი მოიპარეს.

“კრიპტოვალუტის ინვესტიციები, ვაჭრობა და მზარდი ფული პირველადი მონეტარული შეთავაზების გავლით ქმნის რთულ სიტუაციებს”,- აღნიშნულია დოკუმენტში. იქვე ნათქვამია, რომ ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო ფინანსებს, არამედ ქვეყნის სოციალურ წესრიგსაც.

“როიტერი” ამ კვირაში კიდევ ერთხელ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის სახელმწიფო ბანკს დაავალა ყველა კრიპტოვალუტის საფინანსო მომსახურების დახურვა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრო ვირტუალური ვალუტის მართვის სამართლებრივი გზების შემუშავებას ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში კრიპტოვალუტით ტრანზაქცია არალეგალურ საქმიანობად მიიჩნევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი