კვირის მთავარი მოვლენები კრიპტო სამყაროში

0
848

გასული კვირა საკმაოდ წარმატებული იყო კრიპტო სამყაროსთვის: ციფრული აქტივების ათვისება გაიზარდა, სპოტ ბიტკოინის (BTC) EFT გაშვების შემდეგ, ბაზარზე ოპტიმიზმი შეიმჩნევა. 

ასევე იყო რამდენიმე კარგი სიახლე კრიპტო ენთუზიასტებისთვის: SEC ახალი კრიპტო პოლიტიკის გამო, სენატორმა სინტია ლუმისმა გააკრიტიკა, ხოლო Binance-მა ახალი “Self-custody” კრიპტო საფულე გამოუშვა.

გაეცანით ამ კვირის მთავარ სიახლეებს:

სენატორი SEC-ის ახალ კრიპტო პოლიტიკას ეწინააღმდეგება

სენატორმა სინტია ლუმისმა SEC გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ დაბლოკავს სააგენტოს „პერსონალის ბუღალტრული აღრიცხვის ბიულეტენი 121“ პოლიტიკას, რომელიც ფინანსური ფირმებისგან მოითხოვს მათი კლიენტების კრიპტო აქტივების ბალანსში შეტანას. მისი თქმით SEC-ის მოსთხოვა “გადაჭარბებულია”.

ჰონგ კონგი Spot EFT-ებს საცალო ვაჭრობისთვის განიხილავს

ფასიანი ქაღალდების და ფიუჩერსების კომისიამ  განაცხადა, რომ ჰონგ კონგი განიხილავს საცალო მოვაჭრეებისთვის სპოტ კრიპტოვალუტის EFT-ებში მონაწილეობის ნებართვას, თუ ისინი ყველა მარეგულირებენ პირობას შეასრულებენ. ჰონგ კონგი აქტიურად ცდილობს კრიპტო ბაზრისთვის ხელსაყრელი პირობების გაუმჯობესებას, რათა აზია-წყნარი ოკეანის ციფრული აქტივების ჰაბი გახდეს.

გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი “მეურვეობის პლატფორმას” უშვებს

DZ ბანკმა, ბლოკჩეინზე აგებული ციფრული აქტივების დაცვის საკუთარი პლატფორმა შექმნა. “ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ფინანსური ბაზრის ბიზნესების დიდი ნაწილი DLT-ზე (Distributed Ledger Technology) დაფუძნებული ინფრასტრუქტურით იმუშავებს” – განაცხადა ჰოლგერ მეფერტმა.

ციფრული აქტივების ფონდებში გაზრდილი შემოდინების მეექვსე კვირა

ბოლო ექვს კვირაში ციფრული აქტივების საინვესტიციო პროდუქტების შემოდინებამ 261 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო , ჯამურად 2023 წლის ციფრული აქტივების საინვესტიციო პროდუქტების შემოდინება 767 მილიონ აშშ დოლარი გახდა, რაც უკვე აღემატება  2022 წელს დაფიქსირებულ 736 მილიონ აშშ დოლარს.

სამხრეთ კორეის ტელეკომის გიგანტი Web3 საფულის სერვისის გასაუმჯობესებლად Aptos-თან თანამშრომლობას იწყებს

SK Telecom-მა, სამხრეთ კორეის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა, განაცხადა, რომ ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას Aptos-თან და Atomrigs Lab-თან, რათა ერთად შექმნან მომხმარებლებისთვის უპრობლემო და უსაფრთხო Web3 გამოცდილება.

Coinbase ყაზახეთში დაიბლოკა

Coinbase, მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტო ბირჟა, კრიპტო კანონების დარღვევის გამო, ყაზახეთში დაიბლოკა. ციფრული აქტივების კანონი კრძალავს “დაუცველი ციფრული აქტივების” გაცემას და მიმოქცევას ასევე, იმ ციფრული აქტივებით მოვაჭრე ბირჟებს, რომლებიც ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის გარეთ ოპერირებენ.

BAYC-ის ღონისძიების სტუმრებს თვალის და კანის დამწვრობები აქვთ

ათზე მეტმა ადამიანი, რომლებიც ჰონგ კონგში, Bored Ape Yacht Club-ის სამდღიან ღონისძიებას  ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ თვალების ტკივილი და კანის დამწვრობა მიიღეს. Web3 კომპანიამ განაცხადა, რომ დაზიანებების მიზეზი, სავარაუდოდ, ულტრაიისფერი სხივებია.

გაფრთხილება: Blackrock ETF-მა შეიძლება ბიტკოინი (BTC) მოკლას

BitMEX-ის დამფუძნებელმა არტურ ჰეისმა თქვა, რომ თუ Blackrock EFT ძალიან დიდი გახდება, შესაძლოა ბიტკოინი (BTC) მოკლას. მან აღნიშნა, რომ Blackrock სახელმწიფო აგენტია, ხოლო ბიტკოინი ცენტრალური ვალუტის მოწინააღმდეგეა. 

Binance Web3 საფულეს უშვებს

Binance-მა გამოაცხადა თავისი Web3 საფულის გაშვება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დეცენტრალიზებულ ფინანსურ (DeFi) ეკოსისტემასთან ურთიერთობისთვის. საფულე იყენებს MPC ტექნოლოგიას, ამიტომ არ არის საჭირო პირადი გასაღები ან მნემონური ფრაზა.

 

Coinet-იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი