არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრისთვის კრიპტოვალუტა მნიშვნელოვანი კომპონენტია

0
837

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის თქმით, კრიპტოვალუტა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

“ციფრული ვალუტა მთავარ როლს შეასრულებს არაბთა გაერთიანებული საამიროების გლობალური ვაჭრობის წინსვლაში”,- აცხადებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი თანი ალ-ზეუდი.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, მედიისთვის მიცემულ ინტერიუში ალ-ზეიუდიმ არაერთი სიახლის შესახებ ისაუბრა.

საუბარი შეეხებოდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების სავაჭრო პარტნიორობას და 2023 წლის გეგმებს.

”კრიპტოვალუტა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გლობალური მმართველობა უნდა ვუზრუნველყოთ, როდესაც საქმე კრიპტოვალუტებს და კრიპტო კომპანიებს ეხება”,- განაცხადა მინისტრმა კრიპტო სექტორის კომენტირებისას.

ალ-ზეიუდიმ იქვე განაგრძო, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები მუშაობს კრიპტოვალუტის მარეგულირებელ რეჟიმზე.

აქცენტი გაკეთდება სპარსეთის ყურის ქვეყნების ცენტრად გადაქცევაზე.

„ჩვენ დავიწყეთ კომპანიების მოზიდვა ქვეყანაში იმ მიზნით, რომ ერთად ავაშენოთ სწორი მმართველობა და სამართლებრივი სისტემა”,- აღნიშნა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი