ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში გავრცლეებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მომხმარებელთა ანგარიშებზე დაყრდნობით იქნა შედგენილი, ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტის ბირჯა Crypto.com-ი გეგმავს კანადის მომხმარებლებისათვის მიმოქცევიდან ამოიღოს Tether-ის (USDT) მონეტა.
ბირჟამ მომხმარებლებს განუცხადა, რომ თუ ისინი გარკვეულ ვადაში არ გადაცვლიან ან გაანაღდებენ მათ ხელთ არსებულ მონეტებს, ისინი ავტომატურად გარდაიქმნება USD Coin-ად (USDC).
შესაბამისი ოპერაციების განსახორციელებლად მომხმარებლებს ვადა 31 იანვრამდე აქვთ.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მომხმარებლებს დაეკისროთ საკომისიო, თუ ისინი გარე საფულეებს გამოიყენებენ ფინანასური ოპერაციებისათვის.
ასევე გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ზოგიერთი ოპერაცია შეიძლება საერთოდ ვერ განხორციელდეს, რისი მიზიც სისტემური ხარვეზები შეიძლება გახდეს.
თუმცა არსებული ვალუტა სხვა ვალუტაში გადაუხურდავდება მომხმარებელს და მოგვიანებით მაინც შეძლებს შესაბამის ვალუტაში მისი ფინანსების გამოყენებას.
აგვისტოში Crypto.com-მა გამოაცხადა, რომ ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიამ მიიღო ფირმის წინასწარი რეგისტრაციის ვალდებულება კანადაში ოპერაციებისთვის.
მარეგულირებელი მოთხოვნების ფარგლებში, კანადის პროვინცია ონტარიოში მოქმედ კრიპტოვალუტის ბირჟებს ეკრძალებათ OSC-ის მიერ აკრძალული ციფრული ვალუტებიღ ვაჭრობა.