ბრაზილიაში კრიპტოვალუტის კომპანიების რიცხვი გაზრდილია

0
943

ბრაზილიაში ციფრული ვალუტის სექტორი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

აგვისტოს მდგომარეობით კრიპტოვალუტებისადმი ნდობისა და მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ფონზე კრიპტოვალუტის მფლობელი კომპანიების რაოდენობამ ბრაზილიაში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის საგადასახადო ორგანომ, Receita Federal do Brasil (RFB) – ასევე ცნობილი როგორც „ბრაზილიის ფედერალური შემოსავლები“ – 2022 წლის აგვისტოში 12,053 ერთეული, ინდივიდუალური ორგანიზაცია დააფიქსირა, რომელთაც საკუთარ ანგარიშზე კრიპტოვალუტა უფიქსირდებოდათ.

ეს რიცხვი 6.1%-ით გაიზარდა ივლისის თვესთან შედარებით, როდესაც კრიპტომფლობელი კომპანიების რაოდენობა 11,360-ს შეადგენდა.

მოცემული მდგომარეობით ბიტკოინი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, რომელსაც ბრაზილიური ინსტიტუტები ფლობენ. ამის შემდეგ მოდის Tether-ი,

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მთლიანი დეკლარაციების ღირებულებამ ასევე მცირე კლება განიცადა.

მიზეზი სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი