ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტმა 14 მილიარდ დოლარს, ანუ 100,04 მილიარდ იუანს მიაღწია. ეს სტატისტიკა ციფრულ იუანს (e-CNY) მსოფლიოში ყველაზე მიღებულ და გამოყენებად ვალუტად აქცევს.
როგორც ჩინეთის ბანკმა 10 ოქტომბერს WeChat-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, ზაფხულის ბოლოსთვის CBDC-ის საპილოტე სისტემის ფარგლებში 15 პროვინციაში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობამ 360 მილიონს მიაღწია.
“5.6 მილიონზე მეტი სავაჭრო მაღაზია უკვე მხარს უჭერს ციფრულ იუანს, როგორც ლეგალური გადახდის საშუალებას”,- ნათქვამია განცხადებაში. პილოტი ფართოვდება ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტშიც, რომელიც მოიცავს მოქალაქეთა გადახდების ფართო სპექტრს.
ელექტრონული მმართველობის მრავალმა პლატფორმამ, ციფრული renminbi-ს გადახდის სერვისები შემოიღო, რომელიც სხვადასხვა ონლაინ და ოფლაინ არხებს კომუნალური გადასახადების დაფარვაში ეხმარება.
ასეთებია მაგალითად, ციფრული renminbi-ის გამოყენებით გადასახადების შემცირების ფონდების გამოცემა. ეს არის სპეციალური ფონდები ყოველთვიური სამედიცინო დაზღვევის გადახდისთვის, სახსრები გაჭირვებულთა დასახმარებლად.