სამხრეთ კორეის მოქალაქეებს Blockchain-ზე მომუშავე ციფრულ ID-ებზე 2024 წლისთვის წვდომა ექნებათ

0
1023

სამხრეთ კორეა თავის მოქალაქეებს მალე ნებას დართავს, Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული იდენტიფიკატორი გამოიყენოს ბარათების ნაცვლად.

ეს პროექტი 2024 წელს ჩაეშვება, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ ავითარებს შესაბამის პროგრამებს, მომავალში შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ის მიხედვით, მთავრობა ცდილობს ფიზიკური აიდი ბარათების მობილური აპლიკაციებით ჩანაცვლებას, რომელსაც არსებული ფუნქციებიც შეუნარჩუნდება და ახლებიც დაემატება.

მთავრობის გეგმა ასეთია: 2024 წელს პროგრამის ამოქმედების შემდეგ ორი წლის განმავლობაში 45 მილიონი მოქალაქე მიიღებს აღნიშნულ სერვისზე წვდომას.

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის ეკონომისტმა, ჰვანგ სეოგვონმა, განაცხადა, რომ ციფრული პირადობის მოწმობები შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსებში, ჯანდაცვაში, გადასახადებსა და ტრანსპორტირებაში.

სამხრეთ კორეის ციფრული მთავრობის ბიუროს გენერალურმა დირექტორმა სუჰ ბო რამმა დასძინა, რომ ტექნოლოგია შეიძლება დაეხმაროს ბიზნესებს, რომლებიც სრულიად ონლაინ რეჟიმში გადასვლას გეგმავენ.

გეგმა ასევე ითვალისწინებს მთავრობას დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიღებას, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას მოქალაქეების ტელეფონებზე წვდომა არ ექნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი